გიორბელიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა და პოლონეთში ბრუნდება #1TVSPORT
გიორბელიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა და პოლონეთში ბრუნდება #1TVSPORT

გურამ გიორბელიძე ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს, რადგან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა – ინფორმაციას ბათუმელთა პრეს-სამსახური ავრცელებს.

„გურამ გიორბელიძეს ბათუმის „დინამოსთან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა. მადლობა გურის დინამო ბათუმში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებები საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე, ახალ გუნდში“, – წერია ბათუმელთა განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა გიორბელიძემაც, რომელიც ქართულ კლუბში 2023 წლის 22 თებერვალს ლუბინის „ზაგლებიედან“ გადავიდა, ახლა კი ისევ პოლონურ კლუბში დაბრუნდა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის „დინამოს“ გუნდში გატარებული ექვსი თვისთვის. მადლობა ბიჭებს, ასეთი კარგი გარემოსთვის და გულშემატკივრებს. ბათუმის „დინამო“ დიდი კლუბია და წარმატებები მინდა ვუსურვო. იმედია, წელს ჩემპიონობას ვიზეიმებთ“, – აცხადებს გიორბელიძე.

გურამ გიორბელიძემ ბათუმის „დინამოში“ 11 მატჩი ჩაატარა (ცხრა ძირითად შემადგენლობაში) და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.