გიორბელიძე პოლონეთშია და „ზაგლებიესთან“ მოლაპარაკებას ასრულებს #1TVSPORT
გიორბელიძე პოლონეთშია და „ზაგლებიესთან“ მოლაპარაკებას ასრულებს #1TVSPORT

შესაძლოა, გურამ გიორბელიძემ ავსტრიული „ვოლფსბერგერი“ დატოვოს და კარიერა პოლონეთში გააგრძელოს. პოლონელი ჟურნალისტის, რომაშ ვლოდარჩიკის მიერ პორტალ Meczyki.pl-ზე გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ლუბინოს „ზაგლებიესთან“ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.

„გვაცნობეს, რომ გურამე გიორბელიძეზე მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა მისული და 26 წლის ფეხბურთელი ლუბინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გიორბელიძე ნომინალური მარცხენა მცველია, თუმცა შეუძლია უფრო მაღლა, მაგალითად, ფლანგის ნახევარმცველად თამაში“, – ამტკიცებს პოლონელი ჟურნალისტი.

წინა სეზონში გურამ გიორბელიძე „ვოლფსბერგერმა“ იჯარით დრეზდენის „დინამოში“ გაუშვა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა. 26 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 11 თამაში აქვს ჩატარებული. მან ივნისის დასაწყისში გიბრალტარის წინააღმდეგ 50 წუთი ითამაშა.

გიორბელიძე ლუბლინის „ზაგლებიეში“ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი არ იქნება – მცირე ხნის წინ გუნდში ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი გადავიდა.