გიგლა მიქაუტაძე - „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს
გიგლა მიქაუტაძე - „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს

„აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ პროექტ „რეფორმეტრისკვლევაშია საუბარი.

კვლევის ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტის ეფექტიანობა შეფასდა და აღინიშნა, რომ სტარტაპების გადარჩენის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა, დაფინანსებული მეწარმეების პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

„იმ მეწარმეებს შორის, ვინც გრანტი მიიღო და ვერ მიიღო, პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით დიდი განსხვავება არ არის, ანუ არ ფიქსირდება პროდუქტიულობის განსაკუთრებული ზრდა გრანტის მიმღებთა შორის. ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, პროგრამის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტები გადაიხედოს, ზღვრები გაიზარდოს და ასევე, გაანალიზდეს ყველა კომპონენტი, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ აქვს“, – განაცხადა „აიიესტის“ (IEST) პროექტის „რეფორმეტრის“ მენეჯერმა, გიგლა მიქაუტაძემ.

ამასთან, „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელის, მიხელ ხიდურელის განცხადებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ მისი ეფექტიანობის ანალიზი არ ჩატარებულა. მიხელ ხიდურელი განმარტავს, რომ მიღებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

 

ავტორი: ეკა გაზდელიანი