გიგლა ბარამიძე - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები არ გაიზარდოს
გიგლა ბარამიძე - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები არ გაიზარდოს

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა.

გიგლა ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობას ერთი თვით კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები უნდა დაუწესოს, რადგან მოქალაქეებმა შეძლონ სახლში დარჩენა.

„ჩვენ ლოიალურები ვართ ხელისუფლებისადმი, ვართ სოლიდარულები, მაგრამ გვაქვს აუცილებლად გასათვალისწინებელი შეთავაზებები. ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ არ გაიზარდოს ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე, პროდუქტებზე, საწვავზე. მეორე ჩვენი წინადადებაა, რომ მოსახლეობას შეეძლოს სახლში დარჩენა. საბიუჯეტო ორგანიზაციები გასაგებია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს აუცილებელია დაუწესდეს შეღავათები. კერძოდ, ერთი თვით გადავადდეს ან საერთოდ გაუქმდეს დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადები. ასევე შესაძლებელია ხელისუფლებამ კომერციულ სტრუქტურებთან, ბანკებთან ერთად, პენსიონერებს და სტუდენტებს გაუუქმოს საპროცენტო განაკვეთი ერთი თვით და დაწესდეს შეღავათები, გადანაწილდეს კომუნალური გადასახადები. ეს ის აუცილებელი მოქმედებებია, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა გაატაროს ხელისუფლებამ, რათა მოსახლეობა დაკავდეს შინ და არ უწევდეს გარეთ სიარული“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დატოვე კომენტარი