გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს მიმართა და მოუწოდა, რუსეთმა ვალდებულებები შეასრულოს
გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს მიმართა და მოუწოდა, რუსეთმა ვალდებულებები შეასრულოს

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 26-ე სესიის გახსნაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა და მოუწოდა, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ვალდებულებებს შეასრულებს.

მისი თქმით, ახალგორში არსებული ვითარება მარტივად შეიძლება, გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ბორდერიზაცია, ბლოკადა და ინციდენტები გრძელდება. ამ კონტექსტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს.

„მე მივმართე პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩემი გამოსვლის დროს იყო დარბაზში და შევახსენე მას, რომ რუსეთს აქვს აღებული კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც არის შესასრულებელი. როდესაც საუბარია, რამდენად ეფექტური შეიძლება, იყოს ეუთო, ეუთო-ს ეფექტურობა განისაზღვრება თავად ქვეყნებში ლიდერების სწორად გადადგმული ნაბიჯებით და იმ ღირებულებებთან თანხვედრით, რაც არის ეუთო-ში. პირველ რიგში, ეს არის კონფლიქტების გადაჭრა მშვიდობიანი გზით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.