გიგი წერეთელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
გიგი წერეთელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სპეციალურ მოსმენაზე, რომელიც ჰელსინკში გაიმართა, ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე.

„მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა ვაშინგტონში როგორც პოლიტიკოსებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოში არსებული ვითარებაა. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, გააგრძელებს თუ არა აშშ იმავე ძალით მხარდაჭერას, რაც აქამდე იყო. მქონდა გამოსვლა ჰელსიგის კომიტეტში, ეს იყო მოსმენა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად. აქ მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ისე წარვსდექი. ამ გამოსვლაში, გარდა სხვა გლობალური საკითხებისა, ძალიან ბევრი ვისაუბრე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ოკუპაციის თვალსაზრისით და იმ აბსოლუტურად მიუღებელ ვითარებაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის გამო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდა კონგრესში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორებთანაც.

„შევხვდი დაახლოებით 10-12 პოლიტიკოსს და ასევე მექნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. აქ უზარმაზარი ინფორმაცია მოდის ინსტიტუტებიდან, საელჩოებიდან და ა.შ. როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ არავინ თავის რეპუტაციას ასე არ შეილახავს, რომ გუშინ ერთი თქვა და დღეს მეორე. ისინი არიან საქართველოს მეგობრები, მხარდამჭერები და ამიტომ აკრიტიკებენ, თორემ სწორედ კონისგერმა თქვა, რომ არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც დიდად შეიძლება არც აინტერესებდეთ და არც იხედებიან მათ საქმეებში. აინტერესებთ საქართველო და უნდათ, რომ თავი დააღწიოს რუსეთის აგრესიას, განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეები ნორმალურად ცხოვრობდნენ, არ იყოს ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. სწორედ ამიტომ ინტერესდებიან, ამიტომ სურთ, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ხელისუფლებას კი ეს უფრო მეტად უნდა ესმოდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.