გიგი წერეთელი - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წელს განსხვავებული იყო, ეს იყო უფრო მეტად სამშობლოს შევედრება ღვთისადმი, უფრო მეტად ლოცვა
გიგი წერეთელი - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წელს განსხვავებული იყო, ეს იყო უფრო მეტად სამშობლოს შევედრება ღვთისადმი, უფრო მეტად ლოცვა

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წელს განსხვავებული იყო, ეს იყო უფრო მეტად შევედრება სამშობლოსი ღვთისადმი, უფრო მეტად ლოცვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებისას განაცხადა.

„წელს ეპისტოლეში განსხვავებული იყო, ეს იყო უფრო მეტად შევედრება სამშობლოსი ღვთისადმი, უფრო მეტად ლოცვა, უფრო მეტად განმარტება იმისა, თუ რა არის მთავარი ღირებულება ქრისტიანისთვის, მორწმუნესთვის, მართლმადიდებლისთვის და ზოგადად, ქრისტიანისთვის, რას ნიშნავს ქრისტეს სიყვარული. ვფიქრობ, ძალიან კარგად იყო ეს ეპისტოლეთი გადმოცემული. განსხვავებული იყო წინა წლების ესპიტოლეებისგან. ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებზე, ეკონომიკაზე, ახლა მეტად იყო საუბარი სულიერებაზე, ღირებულებებზე და იმაზე, რომ ადამიანებს უფრო მეტად უნდა უყვარდეთ ერთმანეთი.

მინდა, მივულოცო ყველას ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული, ეს დიდი სიხარული. დღეს, ამ შობის ღამეს ძალიან ბევრი იმედი ჩნდება, ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ღვთის წყალობა იქნება ყველასთვის. მინდა, ეს იმედი არავის არ გაუცრუვდეს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ თანამოქალაქეებს სჭირდება ბევრი სასიკეთო ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანები სწორედ ამაზე ფიქრობენ და ამას ვუსურვებ მთელ საქართველოს, მშვიდობას, სიყვარულს, კეთილდღეობას და თანადგომას ერთმანეთის“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.