გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ აქტიურად უნდა მოიძიოს ინსტრუმენტები, რათა მალე გამოიხსნას ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმისაგან
გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ აქტიურად უნდა მოიძიოს ინსტრუმენტები, რათა მალე გამოიხსნას ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმისაგან

ხელისუფლებამ აქტიურად უნდა მოიძიოს ინსტრუმენტები, რათა მალე გამოიხსნას ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმისაგან, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

წერეთლის თქმით, ის მძიმე ყოფა, რომელიც საოკუპაციო ხაზზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, აბსოლუტურად მოუთმენელია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა საპატიმროში, ძალიან დრამატულად განვითარდა მისი ბედი, რადგან ჯერ დაჭერილი იყო, შემდეგ ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა 12 წელი, თუმცა ეს არის ნაწილი დიდი ჯაჭვის, მძიმე ციკლის, როცა ჩვენ მოქალაქეებს აპატიმრებენ როგორც უნდათ, სასამართლოს ატარებენ, როგორც უნდათ და პრაქტიკულად, არანაირი მოქმედება არ არის და ხელისუფლებამ უნდა ეძებოს, ნახოს და აქტიურად მოიძიოს ინსტრუმენტები, ეს სპეცსამსახური იქნება, საერთაშორისო ზეწოლა თუ რაღაც პირდაპირი კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მძიმე ბედი, დისკრიმინაცია და მძიმე ყოფა ჩვენი მოქალაქეებისა საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, არის აბსოლუტურად მოუთმენელი“, – განაცხადა წერეთელმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.