გიგი წერეთელი - ირაკლი კვარაცხელიას საქმე კარგად ასახავს მძიმე ვითარებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი
გიგი წერეთელი - ირაკლი კვარაცხელიას საქმე კარგად ასახავს მძიმე ვითარებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი წერეთლის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას საქმე იმ უმძიმეს ვითარებას კარგად ასახავს, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.

როგორც პირველ არხს გიგი წერეთელმა განუცხადა, ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა.

„ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. საუბარი ძალადობაზეა და საჭიროა, დადგინდეს, რა მოხდა. ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ძალადობაზე. ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაკავდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიმართულებით, რადგან სამწუხაროდ, ბევრი არაფერი არ იცვლება. საჭიროა, გააქტიურება. ვეცდებით, კვარაცხელიას საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციები ადეკვატურად იყვნენ ინფორმირებული, რათა სიმართლე დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა წერეთელმა.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა.