გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, სერგეი ლავროვს შეხვდა
გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, სერგეი ლავროვს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება.

როგორც ვენიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალს სიტყვით პირველად მიმართა. გარდა ამისა, გიგი წერეთელი შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

შეხვედრის შესახებ გიგი წერეთლის კომენტარს პირველი არხი უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.