გიგი უგულავას აცხადებს, რომ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ 17 წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა
გიგი უგულავას აცხადებს, რომ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ 17 წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ზუგდიდში, პარტია „ქართული ოცნების“ 17 წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

„პარტია „ოცნების“ დამფუძნებლებმა-კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ. გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, „ოცნების“ უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია და არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განცხადებით, „ეს ადამიანები ოცნების სათავეებთან იდგნენ, უკომპრომისოდ იბრძოდნენ და სწორედ მათი უკომპრომისო ბრძოლაა დასაფასებელი და არა ისინი, ვინც „ოცნებას“ უკვე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეუერთდა“.