გიგი უგულავამ სამართალდამცველებს მიმართა - რას მიკეთებთ აქ, პოლიცია არა ის, ეს არის ოპრიჩნიკობა, პირადი გვარდია, მოკლავთ იმ კაცს და სისხლი იქნება თქვენს ხელებზე
გიგი უგულავამ სამართალდამცველებს მიმართა - რას მიკეთებთ აქ, პოლიცია არა ის, ეს არის ოპრიჩნიკობა, პირადი გვარდია, მოკლავთ იმ კაცს და სისხლი იქნება თქვენს ხელებზე

მოკლავთ იმ კაცს და სისხლი იქნება თქვენს ხელებზე, თითოეულის ხელებზე, რომ იცოდეთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ სამართალდამცველებს.

„არანაირი მოფერება არ არის. ვინც რეჟიმს ემსახურება, არავითარი რეჟიმის მსხვერპლი, რეჟიმის მსახურები არიან ესენი. მკვლელობას აწერენ ხელს. ახლა იქ, ციხეში გადაიყვანეს და ადამიანს კრიმინალს აგინებინებენ. რას მიკეთებთ აქ, პოლიცია არა, ის არის. ეს არის ოპრიჩნიკობა, მეტი არაფერი, პირადი გვარდია. არავითარი ერთად, ვისთან ერთად უნდა გაიმარჯვო, ივანიშვილის მონებთან ერთად გამარჯვებას მე არ ვაპირებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აქციების ბევრი ლოკაცია.

„დილიდან იქნება ის, რომ ვერ შევლენ და ვერ გამოვლენ. დააყენონ ასე. თუ გსიამოვნებთ, იდექით, მეგობრებო, იდექით. ხვალ რომ უბედურება მოხდება, სახლში რას ეტყვით თქვენს შვილებს, მერე ნახეთ. კარგია, ეს მასკის უკან სახის დამალვა. ვერ დამალავთ, ყველანი გამოჩნდებით. დამთავრებულია ამბავი, ასე არ მოხდება, მეგობრებო – ასეა, ის არის, კრედიტი მაქვს, სახლში მელოდებიან, ოჯახი მყავს… მოკლავთ იმ კაცს და სისხლი იქნება თქვენს ხელებზე, თითოეულის ხელებზე, რომ იცოდეთ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.