გიგი უგულავა - ვითარება წავა რადიკალიზაციისკენ ან დიალოგისკენ
გიგი უგულავა - ვითარება წავა რადიკალიზაციისკენ ან დიალოგისკენ

სიტუაცია არის შემდეგნაირად, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ, დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი, პროპორციული არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ წავიდეს დიალოგზე, გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანების ხმა არაფერია.

„ახლა ბავშვი არავინ არის, ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილებას მიღებულია. აქ მხოლოდ დათოში არ არის საქმე. ან ჩვენ 800-900 ათასი ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე, არავინ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და როგორც გინდა, მოარგებ კანონს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მაღალჩინოსანს, რომელმაც ოპონენტს შარდი წაუსვა სახეზე, ციხიდან უშვებენ, ფარცხალაძის პროცესი ფორმის გულისთვის ტარდება და 500 ლარიან გირაოს ისე აძლევენ, რომ სასამართლოში არც მიდის,  სახელმწიფო მანქანის ესკორტით დადის ადამიანი სასამართლოზე და დეპუტატების გალახვა 100 ლარიც არ ღირს.

„ორუელის „ცხოველთა ფერმა“ მოაწყო ივანიშვილმა, სადაც ჩვენ გამოვცხადდით მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. ნახევარი საქართველო არის მეორე ხარისხოვანი მოქალაქე. ამას არავინ აიტანს, არავინ შეეგუება. სიტუაცია არის შემდეგნაირად – ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი, პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.