გიგი უგულავამ ხონის მე-3 საარჩევნო უბნის ტერიტორია მინი ტრაქტორით დატოვა
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
მან ხმა ხონის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა.
„ვანელები და ხონელები დღეს წითელ ბარათს აჩვენებენ ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ დღეს აქ დამარცხდება, ვინაიდან მან მოატყუა პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, რეგიონის მოსახლეობა. დღევანდელი წითელი ბარათი იქნება იმის შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მან საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია მინი-ტრაქტორით დატოვა.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.