გიგი უგულავა - უნდა ვანახოთ განსხვავება, ისინი არიან ველურები და ჩვენ ვართ ადამიანები
გიგი უგულავა - უნდა ვანახოთ განსხვავება, ისინი არიან ველურები და ჩვენ ვართ ადამიანები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციას სურს, მშვიდობიანად, არაძალადობრივი გზით მოითხოვოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. როგორც უგულავამ ქუთაისში, საპროტესტო აქციის მსვლელობისას განაცხადა, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ხელფასებისთვის და პრემია-დანამატებისთვის იბრძვის.

„ივანიშვილი ისე გონს გასულია, ყველაფერს შეიძლება, მისგან ველოდოთ, მაგრამ თუ ამდენ ადამიანს კონტრაქცია დაახვედრეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ისე გონს გავიდა, რომ ომს იწყებს. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდები ვართ, არაძალდობრივი, ვითხოვთ ერთადერთ რამეს, დაგვიბრუნონ არჩევნები. ჩვენ უნდა ვანახოთ განსხვავება, ისინი არიან ველურები და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც სამართალს, თავისუფალ არჩევნებს ვითხოვთ. ისინი თავისი ძალაუფლებისთვის, ხელფასებისთვის, პრემია-დანამატებისთვის იბრძვიან, ეს არის განსხვავება“ ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.