გიგი უგულავა - თავი თუ გაქვთ, არჩევნებზე დავეჭიდოთ, გვამებით მოვაჭრეები ხართ, ხომ არ მოგენატრათ ასლანი [ვიდეო]

მცხეთის მერიასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავაც იმყოფება. მან აქციიდან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დანაპირები შეასრულონ.

„დააბრუნეთ პროპორციული  არჩევნები, დააბრუნე არჩევნები. არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი. ყველას მოპარა, მთელ საქართველოს მოპარა. ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები,  ხალხმა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული სადამდე იქნებით. პოლიცა უკან მიიხედეთ, აქეთ რომ გვიყურებთ ჩვენ, იქიდან არიან მოძალადეები, იქიდან ისვრიან ნივთებს, ან გუშინ რა ქმედება იყო. აჰა, გაიხედეთ, „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე, მოძალადე. დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ ყველანი არჩევნებზე თუ თავი გაქვთ. გგონიათ, რომ სულ პოლიციას ამოეფარებით? დაგავიწყდათ, ასლან აბაშიძემ როგორ დაამთავრა? აი, ეგრე იღრინებოდა და შემდეგ კუდამოძუებული გარბოდით ასლან აბაშიძესთან ერთად. რას იჯღანები ერთი, აბა მიდი, ასლაან. როგორ არის ასლანის საქმე, ხომ არ მოგენატრათ ასლანი, დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ, მკვდრებს ჰყოფთ თქვენიანებად და სხვისიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ, დააბრუნეთ არჩევნები“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.