გიგი უგულავა - თუ ხელისუფლება ფიქრობს, პარტიული დაფინანსებით ვინმეს დააშანტაჟებს, ცდება, არ გვაინტერესებს, უნდათ შეწყვიტონ, უნდათ, ნუ შეწყვეტენ
გიგი უგულავა - თუ ხელისუფლება ფიქრობს, პარტიული დაფინანსებით ვინმეს დააშანტაჟებს, ცდება, არ გვაინტერესებს, უნდათ შეწყვიტონ, უნდათ, ნუ შეწყვეტენ

თუ ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით ვინმეს დააშანტაჟებს, კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, პარტიების დაფინანსება დამოკიდებულია პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე.

„კანონის მიხედვით, მათ შორის იმ კანონის, რომელიც ზარზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება დამოკიდებულია არა პარლამენტში მისი მოღვაწეობის ფორმაზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რასაც მიიღებს, ეს ერთი. ხომ ბრიყვი ღლაპია კობახიძე, მაგრამ თუ  ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს, ე.ი. კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. ეს კანონი 2008 წელს არის მიღებული, მაგრამ ახლაც, ახალი რედაქციით არის.

თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამითი პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება, დანარჩენი ეს არის უკანონობა, მით უმეტეს უკუქმედების ძალა ვერც ექნება. თუ ვინმე ფიქრობს რომ ახლა სატყუარად გამოიყენებს საბიუჯეტო დაფინანსებას, საკუთარ თავზე მეტყველებს, როგორი წარმოდგენები აქვს ადამიანზე და როგორი წარმოდგენა აქვს კობახიძეს საერთოდ პოლიტიკაზე.
არ გვაინტერესებს, თუ უნდათ, შეწყვიტონ დაფინანსება, თუ უნდათ, ნუ შეწყვეტენ, არაფერი არ მაინტერესებს. ვერ გამოიყენებენ ვერანაირად საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად“, – განაცხადა უგულავამ.