გიგი უგულავა - თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი, ამ „ბარდაგს“ წერტილი უნდა დაესვას
გიგი უგულავა - თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი, ამ „ბარდაგს“ წერტილი უნდა დაესვას

მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით, ან აქეთ, რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს. ჩემთვის პირადად ძალიან მძიმეა, რადგან ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რასაც მთელი წელია, ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა. დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ „ბარდაგს“ ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.