გიგი უგულავა სასამართლომ სამი ათასი ლარით დააჯარიმა
გიგი უგულავა სასამართლომ სამი ათასი ლარით დააჯარიმა

გიგი უგულავა სასამართლომ სამი ათასი ლარით დააჯარიმა. მისი ქმედება მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის კაპეზე 1 500 ლარი გამოვიდა, კაი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდლობს, რომ ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა ეს. ამით კრიზისს ვერ აღმოფხვრავ, ამით კრიზისს უფრო გააღრმავებ, რაც უფრო მეტად გაწელავენ ამ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა არსებულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. გამოძიება გიგი უგულავას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.