გიგი უგულავა - უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, რომელიც არის ჩვეულებრივი ტროლი
გიგი უგულავა - უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, რომელიც არის ჩვეულებრივი ტროლი

ძალიან სასაცილოა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უმრავლესობა და ამ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, რომელიც არის ჩვეულებრივი ტროლი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავა გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, აღნიშნა, რომ „2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს“.

„ძალიან სასაცილოა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უმრავლესობა და ამ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, რომელიც არის ჩვეულებრივი ტროლი, რომელმაც არ იცის არითმეტიკა, მოწყვეტილია რეალობას და ახმოვანებს იმ ბოდვებს, რაც შეიძლება ივანიშვილს ახასიათებდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ არის სისულელე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ახლა და არც მერე არ ეყოლება. 2020 წლის არჩევნების მერე საერთოდ უმრავლესობას დაკარგავს. აქედან გამომდინარე, ეს არის სიმულაციური პროცესი. ესენი არიან ჩვეულებრივი აფერისტები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.