გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს
გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის ნელი მოქმედების ნაღმია და ის უნდა აიძულონ, საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს.

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო – ეს არ ეწერა სალომეს სუფლიორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა.

მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს – მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა – მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა, ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯოჯოხეთი!“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქში“.