გიგი უგულავა - ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, ეფექტიანად შეებრძოლება პანდემიას
გიგი უგულავა - ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, ეფექტიანად შეებრძოლება პანდემიას

ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ზუგდიდში განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყნას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა. ასევე, მე მივეცი ხმა იმას, რომ აშენდეს ზუგდიდიში პორტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა, მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდის ქალაქს დაუბრუნდეს თვითმმართველობა. მე მივეცი ხმა იმას, რომ ადგილობრივ თვითმართველობას და მერს ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა ვითარდებოდეს არამარტო ცენტრში, არამედ სოფლებშიც. მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდი იყოს წარმატებული და ადამიანებს არ ჰქონდეთ მიტოვებულობის განცდა. მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდი ამ გარდამტეხ ცვლილებებში ყველაზე მძლავრ სიტყვას იტყვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

დატოვე კომენტარი