გიგი უგულავა - ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი - შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას, არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს
ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი – შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას! არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს, – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
უგულავას თქმით, უკრაინის ბრძოლის კადრებიდანაც ჩანს, რომ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ.
„მეტიც, უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, ათასი უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ.
პ.ს. ზოგჯერ ჭკუის შეშლამდე ბანალურია ალოგიკური გადაწყვეტილებების მოტივაცია“, – წერს გიგი უგულავა.