გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს - კახა გეწაძის გამო ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები? გეწაძესთან შედარებით, ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა
გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს - კახა გეწაძის გამო ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები? გეწაძესთან შედარებით, ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ხატია დეკანოიძესა და სალომე სამადაშვილს მიმართავს.

გიგი უგულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს მიერ წარდგენილ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა გეწაძის პლაკატს აქვეყნებს.

უგულავა ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას და გეწაძის კანდიდატურას აკრიტიკებს.

„ესაა თქვენი „ადგილობრივი გენერალი“? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები? ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე – politician? თქვენ რა, ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე „რიჟას“ პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი (არ მოგესმათ! იმ „რიჟასი“, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ, ან ამბობენ – კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში „მოჩალიჩე“ ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა, კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რაიმე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, ართუ მაჟორიტარად დაყენება. აი, ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია, რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა „ენმ“ გიგი წერეთელს „რიჟას“, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით, ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა. ნამდვილად გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

კახა გეწაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ის 2012 წელს დააკავეს. გეწაძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის მუხლებით.

Khatia Dekanoidze Salome Samadashvili ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე…

Posted by Gigi Ugulava on ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2020

დატოვე კომენტარი