გიგი უგულავა - მოვიდა პოლიციის წარმომადგენელი და მოგვცა კონკრეტული ვადა, თუ არ დავიშლებით, დაგვარბევენ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლება პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევას აპირებს.
მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები პოლიციის წარმომადგენელმა გააფრთხილა, დაშლილიყვნენ.
„ბიძინა ივანიშვილმა გაიღვიძა და ჩვენი დარბევის ბრძანება გასცა. მოვიდა პოლიციის წარმომადგენელი და მოგვცა კონკრეტული ვადა, თუ არ დავიშლებით, დაგვარბევენ, თუმცა ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ვისაც უნდა, მოვიდეს. ჩვენ არაფრის გვეშინია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა პარლამენტის გარშემო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს.