გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი
გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი

ეს არა სასამართლო, არამდედ მონსტრების კორპორაციაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა კიდერმა, გიგი უგულავამ გიორგი რურუას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, სასამართლოში „მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები“.

„განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე ცხადი იყო, როდესაც გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს. ეს სასამართლო არაა, ეს არის მონსტრების კორპორაცია. მთელი სასამართლო ბიძინა ივანიშვილმა საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. შემდეგ ნუ გვიკვირს, რატომ არის ტოტალური უნდობლობა გამოძების მიმართ.

როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი,  გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ეს ცარიელი კედლები. შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. რას ველოდით ამ მოსამართლისგან, რომელსაც ჩარგული ჰქონდა თავი და ქვევიდან ზევით თვალებს აცეცებდა. მასეთმა კაცმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შეხედეთ, საერთოდ რას გვანან, ერს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ძალიან ბევრი დრო არ არის დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი. საქართველო ვტრიალებთ წინ და უკან ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. აქ არის საზოგადოებრივი სრული თანხმობა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ რამეზე, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, რომ ქეჩოში მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, სასამართლო სისტემის შესაცვლელად საჭროა, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდეს.

„გეგმა არის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება. შეიძლება, ვინმეს რთულად მოეჩვენოს, მაგრამ თევზი თავიდან ყროლდება. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ზუსტად სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. ამ ყროლის თავი და წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. ვიდრე ის იქნება ხელისუფლებაში, სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იპოვის. გულისამრევია ყველა ის ადამიანი, ვინც თითქოსდა ჩადებულ იარაღზე ლაპარაკობს 20 და 30 წლის წინანდელი კუთხით. თუ რამე უნდოდათ, რვა წელია ხელისფლებაშა ივანშვილი, თუ რამის თავი ქონდათ წარედგინათ ბრალი. როდესაც დასჭირდათ ჩაუდეს იარაღი. ამაში ეჭვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც არ ეპარებათ. პოლიტიკოსები მოვლენ და წავლენ, ეს ვირეშმაკები, რომლებიც აქ არიან დაბუდებულები, რჩებიან და თუ დროზე არ მივცხედეთ ისე გაძლიერდებიან, სახელმწიფოს წაიყოლებენ. საქართველოს სახელმწიფო არასდროს იქნება მურუსიძეების და ბუგიანიშვილების მძევალი. ეს კარგად უნდა გააცნობიერონ რომ გამოეხვევიან მანტიაში და თავი ანგელოზი ჰგონიათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი