გიგი უგულავა - მიშა ციხიდან გაცილებით გაძლიერებული გამოვა, მანაც უნდა დაინახოს იმ ნაპირიდან ცხოვრება, მე რა პრეტენზიაც მქონდა მის მიმართ, აღარ მაქვს
გიგი უგულავა - მიშა ციხიდან გაცილებით გაძლიერებული გამოვა, მანაც უნდა დაინახოს იმ ნაპირიდან ცხოვრება, მე რა პრეტენზიაც მქონდა მის მიმართ, აღარ მაქვს

მიშა გაცილებით გაძლიერებული გამოვა, მან თავისი საქმე გააკეთა. მე რა პრეტენზიაც მქონდა მის მიმართ, აღარ მაქვს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდხანს არ დარჩება.

უგულავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა.

„ამ საზიზღრობის წინააღმდეგ გზა გადის ციხეზე. დიდი ხანი არ იქნება ეს პატიმრობა. მათ ვერ შეძლეს სამ თვეზე მეტი ცემი პატიმრობა, ორ თვეზე მეტი ნიკა მელიას პატიმრობა, ვერ შეძლებენ ვერც მიშა სააკაშვილის აწევას ციხეში. მიშა ამით გაცილებით გაძლიერებული გამოვა, მან თავისი საქმე გააკეთა. მე რა პრეტენზიაც მქონდა მის მიმართ, აღარ მაქვს, იცით რატომ? ეგ იყო მთავარი, აბა ჩამოდი მაშინ, ხარ წამსვლელი ციხეზე? წამოვიდა და წავიდა. განწმენდის გზაც არის, მათ შორის ის გზა, რომ მანაც უნდა დაინახოს იმ ნაპირიდან ცხოვრება, ეს ნაბიჯი მან გადადგა. ეს არის ღირსეული ნაბიჯი, ამიტომ რაც მე მისთვის მითქვამს და მას ჩემთვის, გადავდოთ გვერდზე. მან თავისი საქმე გააკეთა, თქვა და შეასრულა. მიშა ღიმილით შევიდა და ღიმილით გამოვა და გამოვა იმაზე ადრე, ვიდრე წარმოუდგენიათ  ღარიბაშვილსა და  ზურაბიშვილს“, – განაცხადა უგულავამ.