გიგი უგულავა - ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, მისი ადგილი საქართველოში არ არის
გიგი უგულავა - ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, მისი ადგილი საქართველოში არ არის

ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ყველა ვინც სერგეი ლავროვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვებს, იქნება კანონდამრღვევი.

„ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის. „ქართული ოცნების“ მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რისი გაუქმებაც უნდოდათ, იყო ანტიოკუპაციური კანონი, ამიტომ „ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება. მაგრამ კანონი არის კანონი, კანონი მოქმედებს მინისტრზეც და უბრალო მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს ანტიოკუპაციური კანონი და ის საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოვუშვათ. ყველა შემომშვები იქნება დამრღვევი და კანონის დარღვევისთვის ყველას ადრე თუ გვიან პასუხი მოეკითხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი