გიგი უგულავა - კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი
გიგი უგულავა - კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი

კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება „მისი სუბიექტური“ გადაწყვეტილებაა, ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეგ აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია. ათონელზე ზის „მაიმუნი გახსნილი ლიმონკით“, – წერს გიგი უგულავა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

დატოვე კომენტარი