გიგი უგულავა - იქნება პიკეტი, მძლავრი აქციები და პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებებიც
გიგი უგულავა - იქნება პიკეტი, მძლავრი აქციები და პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებებიც

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით,  ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება მძლავრი აქციები, პიკეტირება და პარალელურად გაიმართება მოლაპარაკებებიც საარჩევნო სისტემაზე.

„ბუნებრივია, იქნება პიკეტიც, იქნება აქციები, ძალიან მძლავრი აქციებიც, იქნება დიდი აქციაც და საბოლოო ჯამში, პარალელურად, ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები და მოლაპრაკებებისთვის, რათ ქმა უნდა, ეს არის წნეხი, პირდაპირ გეუბნებით. ეს წნეხი და გარესამყაროს წნეხი არის ის წნეხი, რაც ლეგიტიმურია, კანონიერი საშუალებებია. მათი პასუხი არის ყოვლად უკანონო- ეს არის დარბევა, დაპატიმრება, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის მინგრევა.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა უნდა ივანიშვილს. ივანიშვილს უნდა, 10-დან სამმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი, ანუ 30-მა პროცენტმა და გააკონტროლოს ხელისუფლება. მე ვსვამ შეკითხვას – არის თუ არა ეს ლოგიკური? არა. არის ეს სამართლიანი? არა. არის ეს ნორმალური? არა. შესაბამისად, მემგონი ჩვენ იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რა უნდა ხალხს. ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ, რომ არც მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ თვითონ საბოლოო ჯამში დათანხმდნენ მოლაპარაკებებს. ჩვენ ასევე ბატონი კალაძისგან მოვისმინეთ, რომ თემა დახურულიაო, ამ თემაზე ვსაუბრობდით ორი თვის წინ, მაგრამ იმის შემდეგ ვნახეთ დალაგებული დელეგაცია – მოლაპარაკებებზე მოსული „ქართული ოცნების“.

აქედან გამომდინარე, მათ სიტყვებს უკვე დიდი ხანია, არანაირი ფასი არ აქვს. მათ მოლოდინებს და შიშებს რაც შეეხება, ჩვენ დავინახეთ ასევე 31-ში და შემდეგ, მათი შიშები სადამდე მიდის – მიდის იქამდე, რომ დაანგრიეს, ააოხრეს აღა მახმად ხანივით რუსთაველის წინ პარლამენტის მოედანი“ ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.