გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის ნუგზარი ფილმიდან „მიმინო“, ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას არ უნდა პრეზიდენტად
გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის ნუგზარი ფილმიდან „მიმინო“, ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას არ უნდა პრეზიდენტად

გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის ნუგზარი ფილმიდან „მიმინო“, ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას არ უნდა პრეზიდენტად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

„გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის „მიმინოდან“ ნუგზარ, გომიაშვილი რომ თამაშობს. აი ასეთი პერსონაჟია. ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას არ უნდა პრეზიდენტად და წერტილი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, როგორც გივი უგულავამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძეს ბიოგრაფია „შავ ხვრელებს“ შეიცავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს შავ ხვრელებში, გიგი უგულავამ კონკრეტული პასუხი არ გასცა.