გიგი უგულავა - გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისანში და დარწმუნებული ვარ, ის იქნება მძლავრი ხმა პარლამენტში
გიგი უგულავა - გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისანში და დარწმუნებული ვარ, ის იქნება მძლავრი ხმა პარლამენტში

ისნის ოლქში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავაც იმყოფებოდა. გიგი უგულავამ მოსახლეობას მიმართა და არჩევნებზე გიორგი ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისანში. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო „ევროპული საქართველოს“ ყველა ამომრჩეველს, დაუჭირონ მხარი სწორედ გიორგი ვაშაძეს. ის ამ რაიონს ძალიან კარგად იცნობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მძლავრი ხმა პარლამენტში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი.

„მადლობა გიგის, „ევროპულ საქართველოს“, რომ ისანში ჩემს კანდიდატურას უჭერენ მხარს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ საერთო დიდ გამარჯვებას მივაღწიოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.