გიგი უგულავა - ფასილიტატორების საშუალებით თუ გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი
გიგი უგულავა - ფასილიტატორების საშუალებით თუ გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი

თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ სიყალბეში მონაწილეობას“.

რაც შეეხება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ელჩების მისვლას, უგულავას თქმით, ისინი პატივს სცემენ ინსტიტუტებს.

„ქალბატონი დეგნანი, ისევე, როგორც ელჩები და ნებისმიერი სხვა სტუმარი, უნდა მივიდეს პარლამენტში, რადგან ჩვენი სტუმრები პატივს სცემენ ინსტიტუტებს, რომელსაც ივანიშვილი თავისი სიყალბით ანგრევს. ეს ნიშნავს ინსტიტუტების პატივისცემას უპირველესად, რადგან ინსტიტუტებს ჩვენც ვცემთ პატივს და რომ ვცემთ პატივს ინსტიტუტებს, ამიტომაც არ ვუშვებთ ერთ მისხალ სიყალბესაც, რასაც უხვად ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე არავინ აღარ დავობს. რა თქმა უნდა, მადლობას ვეუბნებით ყველა ჩვენს მეგობარს. თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი, ოპოზიციის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ამ სიყალბეში მონაწილეობას და ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ამ სიყალბეში არ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა უგულავამ.