გიგი უგულავა - დღეს პრობლემა სააკაშვილს აღარ აქვს, პრობლემა აქვს ხელისუფლებას
გიგი უგულავა - დღეს პრობლემა სააკაშვილს აღარ აქვს, პრობლემა აქვს ხელისუფლებას

დღეს პრობლემა სააკაშვილს აღარ აქვს, პრობლემა აქვს ხელისუფლებას, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობდა, ხალხი დაერწმუნებინა, რომ სააკაშვილი არეულობისთვის ჩამოდიოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის პირდაპირი მნიშვნელობით, შარვალჩახდილი და სისტემა გაშიშვლებილი. მთელი 8 წლის განმავლობაში საკუთარი პროპაგანდონებით ხელისუფლება ცდილობდა, წარმოეჩინა, რომ სააკაშვილი ვერ ჩამოვა, სააკაშვილი ჩამოვიდა. საკუთარ პროპაგანდონებით – ეს რუსული ოპიზიციის ფრაზაა ხელისუფლების პროპაგანდონების მიმართ და ვიხმარ, რადგან დღეს ჩვენ რუსული ხელისუფლება გვყავს.

საკუთარი პროპაგანდონების საშუალებით ხელისუფლება ცდილობდა, დაერწმუნებინა, რომ ის ჩამოდის არეულობისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ არითმეტიკული სიზუსტით გათვლილი შემოსვლა იყო და პრაქტიკულად საკუთარი ფეხით ციხეში წასვლა.

ასე რომ, დღეს პრობლემა სააკაშვილს აღარ აქვს, პრობლემა აქვს დღეს ხელისუფლებას. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილი ციხეში ყოველთვის პრობლემი ქნებოდა. არც არანაირი არეულობა მოუწყვია, არც არანაირი შფოთი, მოვიდა კაცი, თავის ფეხით ჩაბარდა და თან რა გააკეთა, ამხილა ყველა. მაგალითად, მე ვერ წარმომიდგენია, მდინარაძემ, თალაკვაძემ, მაგალითად იმ თავფუჩეჩა კაცმა, საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოიღონ იმის მერე, რასაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაშ ვუყურებდით. მგონი, ყველაფერი ნათელზე ნათელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.