გიგი უგულავა – დღეს ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი
დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს პოლიტიკურმა ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი.
„დღეს პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას და არა პარლამენტში შესვლას, ამიტომაც ვარ ამაყი, რომ სრულიად საქართველოს ოპოზიციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ერთსულოვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ან გვექნება ახალი არჩევნები ან მივიღებთ ივანიშვილის ჯამახერიას, რომელიც ასევე ჩამოიქცევა. ყველაზე გვიან გაზაფხულზე ეს პარლამენტი ჩამოიქცევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.