გიგი უგულავა - ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით სისტემაში, რომელიც ნებისმიერ ანგელოზსაც კი აუცილებლად დემონად გადააქცევდა, იმდენ ძალაუფლებას იღებს
გიგი უგულავა - ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით სისტემაში, რომელიც ნებისმიერ ანგელოზსაც კი აუცილებლად დემონად გადააქცევდა, იმდენ ძალაუფლებას იღებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პროპორციულ ნაწილზე საუბრისას პარტიულ მრავალფეროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს ერთი პარტიის დომინირება.

უგულავას განმარტებით, პარტიების შეთანხმებაზე, კოალიციაზე გადის მომავალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.

„რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, პარტიული მრავალფეროვნება უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც 20 წლის წინანდელი და 10 წლის წინანდელი რეალობისგან განსხვავებით, ხვალინდელი საქართველო – ჩვენ აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ ერას ვიწყებთ.

აქამდე საქართველო იყო ერთი პარტიის დომინაციის დემოკრატია, ანუ დომინირებდა „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ დომინირებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა სხვა სუსტდებოდა, ახლა დომინირებს „ქართული ოცნება“, ყველა სხვა მიჯირყვნილია. ეს უნდა შეიცვალოს, ეს იცვლება მიუხედავად იმისა, რომ 30 მაჟორიტარია.

ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას მაქსიმალურად სჭირდება ფართო არჩევანი, რადგან პარტიებით უნდა გაძლიერდნენ, პარტიების შეთანხმებაზე, პარტიების კოალიციაზე გადის მომავალი ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მომდევნო 10 წელიწადი ვიცხოვრებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს სისტემა უკეთესია. ეს სისტემა გამორიცხავს იმ საშინელებებს, რაც ძალაუფლების უზურპაციას ახლავს თან. ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით სისტემაში, რომელიც აუცილებლად ნებისმიერ ანგელოზსაც კი დემონად გადააქცევდა იმდენ ძალაუფლებას იღებს და ამას დღესაც ვხედავთ, გუშინაც ვხედავდით და გუშინწინაც“, – განაცხადა უგულავამ.