გიგი უგულავა - ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში
გიგი უგულავა - ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში

ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორ გიგი უგულავა აღნიშნავს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, – წერს გიგი უგულავა.