გიგი უგულავა - ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ
გიგი უგულავა - ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ

ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას.

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ ზუგდიდში გიგი უგულავა დააყენებს კანდიდატურას, „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს არ დაუჭერს.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, „ევროპული საქართველო“ ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის მთავარი ლოკომოტივია.

„ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან. „ევროპული საქართველო“ არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში , მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ ენმ-ც ასე მოიქცევა. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – აღნიშნავს გიგი უგულავა.