გიგი უგულავა - არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი თავისი პლუსი აქვს
გიგი უგულავა - არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი თავისი პლუსი აქვს

არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს აქვს ბევრი თავისი პლუსები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ტოტალური ძალადობით და გაყალბებით მოხდა არჩევნები, ჩვენი ნაწილი შეცდომაც ასევე უნდა ვაღიაროთ, მთავარი შეცდომა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის იყო ის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთიან მაჟორიტარზე, რადგან ივანიშვილმა თავს მოხვეული მაჟორიტარი დაგვიტოვა, ჩვენ ვალდებული ვიყავით შევჯერებულიყავით, მაგრამ ვერ შევჯერდით. ამ კანონის მიხედვით 40%-იანი ჩამკეტი არსებობს და პლებისციტის შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი პრინციპის გასატანად 50%-ზე მეტი უნდა აიღოს, მთავარი პლებისციტზე გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს და სწორედ ვაძლევთ იმას, რაც ივანიშვილმა შემოგვასაღა, იმ 30 მაჟორიტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთიანობა, იქ, სადაც შეინარჩუნა ერთიანობა, ტოტალური გამარჯვება მოიპოვა.

„იქ, სადაც ვერ შევჯერდით, იყო არეულობა, დაპირისპირება, რითაც ისარგებლა და მივიღეთ ის სურათი. ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა ვთხოვო მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს კენჭი აქვს ნაყრელი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა. უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.