გიგი უგულავა - ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება
გიგი უგულავა - ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება

ალეკო ელისაშვილი გავიდა ერთობიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ ლანძღვას “, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ალეკო ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს „ქართული ოცნების“ მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, მედიის ჰედლაინები იქნება ოპოზიციის ლანძღვაზე, რადგან ოპოზიციას წარმოადგენს.

„ალეკო ელისაშვილი არარაციონალურ და დათვურ სამსახურს უწევს „ქართულ ოცნებას“. იმედია მაქვს, რომ ეს შეგნებულად არ კეთდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, საბურთალოზე განსხვავებული ვითარება გვქონდეს. რაც შეეხება „ლელოს“ ვფიქრობ, „ლელო“ კორექტულად იქცევა და მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემურ შეთანხმებაში არ შემოდის, ის მის წინააღმდეგიც არ არის იმ გაგებით, რომ ელისაშვილი ლანძღვა-გინების კორიანტელს რომ აყენებს, ასე არ იქცევა. „ლელო“ კორექტული პარტნიორია განსხვავებით ელისაშვილისგან, რომელიც პირდაპირ ამ ერთობას ურტყამს და ეს თუ ვინმეს აწყობს, აწყობს მხოლოდ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა და არ მესმის, პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს, თუნდაც „ევროპული საქართველოს“ მიმართ, როგორც ჩანს, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან, ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც არ ვთვლი საჭიროდ ზედმეტად ოპოზიციის კინკლაობას, უბრალოდ საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება ეს ადამიანი“, – განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში.