გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის
გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის. ამის შესახებ უგულავამ პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც მაჟორიტარები დაასახელეს.

„ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები, დამოუკიდებლობის დღიდან, ზუგდიდმა უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებული თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყრუებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა“,- განაცხადა უგულავამ.