გიგი აბუაშვილი „მეცის“ ფანებმა აგვისტოს მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი „მეცის“ გულშემატკივრებმა აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
აბუაშვილმა აგვისტოში „მეცის“ ფორმით საფრანგეთის ლიგა 1-ში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. პირველ ტურში „გენგამთან“ წარმატრებაში დიდი როლი ითამაშა, ხოლო მე-3 ტურში „ლავალთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.
გიგი აბუაშვილი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „მეცის“ გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ადრე მათ მხარდაჭერა გიორგი მიქაუტაძეს და გიორგი წიტაიშვილს გამოუცხადეს.