გიგაშვილი კვლავ ტოპ 14-ის სიმბოლურშია
გიგაშვილი კვლავ ტოპ 14-ის სიმბოლურშია

„გრენობლის“ ქართველი ბურჯი, ბექა გიგაშვილი, ზედიზედ მეორე ტურია საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის, ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.

პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, rugbyrama.fr-მ, 26 წლის ბურჯი პრესტიჟული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. აღნიშულ ფაქტში მნიშვნელოვანი როლი იმანაც შეასრულა, რომ გიგაშვილმა განვლილი ტურის მატჩში „კლერმონი“ დაალელოვა.

ბექა გიგაშვილი „გრენობლში“ 2017 წლიდან თამაშობს, სადაც ის „ფედერალ 1“-ის გუნდიდან, „შამბერიდან“ გადავიდა. მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით არ უთამაშია, თუმცა ნოემბრის ტესტებისთვის გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაშია და შესაძლოა პირველი სანაკრებო კეპიც მოიხვეჭოს.

დატოვე კომენტარი