ბექა გიგაშვილის პირველი ლელო ტოპ 14-ში [ვიდეო]
ბექა გიგაშვილის პირველი ლელო ტოპ 14-ში [ვიდეო]

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურის შეხვედრაში „გრენობმლმა“ ლიდერ „კლერმონს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 27:27 დასრულდა.

მატჩის 34-ე წუთზე „კლერმონს“ ლელო ქართველმა ბურჯმა, ბექა გიგაშვილმა დაუდო და საკუთარი გუნდი პირველად დააწინაურა.

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 11:3 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში „კლერმონი“ გააქტიურდა, 16:24 მოიგო და საბოლოო ჯამში ფრეს დასჯერდა.

მოცემულ მომენტში „კლერმონი“ ტოპ 14-ს 32 ქულით ლიდერობს. „გრენობლი“ 14 ქულით მე-11 ადგილზეა.