გიგა შუშანია ქუთაისში საკვები პროდუქტების გასაყიდი ჯიხურების დადგმას აპროტესტებს
გიგა შუშანია ქუთაისში საკვები პროდუქტების გასაყიდი ჯიხურების დადგმას აპროტესტებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში, საკვები პროდუქტების გასაყიდი ჯიხურების დადგმას აპროტესტებს.

როგორც შუშანიამ განაცხადა, „ქუთაისში „ბუტკების“ ადგილი არ არის“.

მისივე თქმით, ქუთაისის მერმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც ქუთაისში 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა გასცა.

„მერი აპირებს ქალაქი დააბრუნოს 90-იანი წლების, „ბუტკების“ ეპოქაში. ერთი მხრივ, მერია აცხადებს, რომ ზრუნავს ქალაქის იერსახეზე, ტურისტების მოზიდვაზე. ხვალ ჭავჭავაძეზე აპირებენ გარემოვაჭრეების აყრას და მეორე მხრივ, ქალაქში დგამენ ჯიხურებს. ამ ჯიხურების განთავსებას აპირებს შპს „მადლი“, რომლის უკან დგას „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე. ეს საეჭვოდ ემთხვევა ბორჯომის მოვლენებს, რადგან ეს არის საჩუქარი გოჩა თევდორაძისთვის ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისა და უმრავლესობის ფორმირებისთვის“, – ამბობს გიგა შუშანია.

 

დატოვე კომენტარი