გიგა ოდიკაძე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
გიგა ოდიკაძე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ზურაბ ანთაურის ნაკრებმა გამოსვლა შესანიშნავად დაიწყო და პირველივე წევრმა ოქროს მედალი მოიპოვა

გიგა ოდიკაძემ ატაცში 79/82/84 კგ, დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 94/99/102 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში გიგა ოდიკაძემ 186 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ტურნირი 27 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

დატოვე კომენტარი