გიგა მაქარაშვილი - თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა ძვირად დაუჯდებათ
გიგა მაქარაშვილი - თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა ძვირად დაუჯდებათ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა თამარ ჟვანიას ცესკო-ს შენობასთან სიმბოლური საჩუქრები – მათემატიკის წიგნი და საანგარიშო ჩოთქი მიუტანეს.

როგორც მოძრაობის წევრმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება ძვირად დაუჯდებათ.

„ცესკო-სთან მოსვლა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაააყალბა, მოიტყუა, მოგვპარა ხმა. ძალიან ძვირად დაუჯდება თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა. თითქმის ყველა ქალაქში აქციებია. ბევრი ვიკავეთ თავი, ბევრი ვიწვალეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში კბილებივთ მოგვეტანა ეს პროცესი არჩევნებამდე, რომ არჩევნების გზით შეცვლილიყო ეს ხელისუფლებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი არ უნდა, ამიტომ ძალიან ძვირად დაუჯდება“,  – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.