გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი მესამე პრემიერისთვის ემზადება
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი მესამე პრემიერისთვის ემზადება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი  „ელისაბედ, ელისაბედის“ და „შეშლილის წერილების” შემდეგ,  ევგენი შვარცის “დრაკონის” პრემიერას გამართავს.

“დრაკონის დამარცხება შეუძლებელია, ვინც დრაკონს დაამარცხებს თვითონ ხდება დრაკონი”-ასეთია სპექტაკლის შინაარსი, რომელზეც რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ იმუშავა.
სიუჟეტი ქალაქში ვითარდება, რომელსაც ოთხასი წელია დრაკონი პატრონობს.

ქალაქში მოხეტიალე რაინდი ჩადის, მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, რაინდი დრაკონს ბრძოლაში იწვევს და ამარცხებს. ხალხი ისეა შეჩვეული დრაკონის მმართველობას, რომ ქვეყნის სადავეებს ისევ დრაკონის დროინდელ ბურგომისტრს აძლევს.

როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის პოლიტიკური ზღაპარი დიდებისთვის.

სპექტაკლის მხატვარი: ლომგულ მურუსიძეა, მუსიკალური გაფორმება კი გიორგი ქანთარიას ეკუთვნის.

თეატრში მონაწილეობენ მსახიობები  : ვაკო კობერიძე, ნუკრი არჩვაძე, ნიკა ჩხაიძე
რევაზ კოღოშვილი, სპარტაკ კიკნაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე, თამარ კანდელაკი
ნათია მელაძე, თათა თათარაშვილი, მაია გელიაშვილი, თეონა ხვედელიძე .

საპრემიერო ჩვენება რუსთავის თეატრში 30 მარტს გაიმართება. თეატრისთვის 2018 წელს ეს უკვე მეოთხე პრემიერაა.