გიგა ფარულავა – „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და რაიმე ლოგიკასთან დაკავშირება შეუძლებელია

14:05, 16.09.2026

„ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და მისი დაკავშირება რაიმე ლოგიკასთან შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელში მათი პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება, იმ პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებთ, სადაც ვიმყოფებით. ერთადერთი რაც იცვლება, ეს არის მოტივაცია, რომ პოლიტიკურ ველზე ბრძოლა უფრო მეტად გავაგრძელოთ“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელით უკვე მოთხოვნილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი