გიგა ფარულავა - ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთი მოძალადე ვნახეთ, რომელთაც მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ იძალადეს
გიგა ფარულავა - ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთი მოძალადე ვნახეთ, რომელთაც მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ იძალადეს

შეკრება-მანიფესტაციის“ შესახებ ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას.

„კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მომდინარეობს და ამ კონტექსტში პარალელი უნდა გავავლოთ იმ მოვლენებთან, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდება – მოქალაქეები მშვიდობიან აქციებს მართავენ. ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთი მოძალადე ვნახეთ, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ იძალადეს. ამ მიმართულებით არცერთი დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულა. ეს ცვლილებები იმას ემსახურება, რომ მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდონ და საკანონმდებლო ბერკეტს ქმნიან, რომ მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ“, – განაცხადა ფარულავამ.